საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე
შექმნილი კლუბი- ,,უკეთესი მერმისისაკენ".
კლუბის წესდება
1.კლუბის მიზნები
და ამოცანები:
1.1. აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
1.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
1.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
1.4. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
1.5. მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების
შეძენა.
1.6.
ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალში წარმატების მიღწევა.
1.7.მოსწავლეთა აქტიური ჩართვა
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1.8.ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
1.9. სასკოლო პროექტების დაგეგმა,
განხორციელება და ჩატარების გამოცდილება.
1.10. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის,
გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას შეძენა.
1.11.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიცემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების კანონს
და საქართველოს კანონმდებლობას.
2. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
2.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
2.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
2.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
2.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
2.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
2.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
3. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
3.1.კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორები (მასწავლებლები), რომელთა უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელონ კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას.
3.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
4. კლუბის მუშაობა
4.1. კლუბი იკრიბება თვეში ერთხელ;
4.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
4.3. კლუბის კურატორები ინტერნეტსივრცეში ბლოგზე , სადაც განათავსებენ შემდეგ ინფორმაციას -კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო
საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
6. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების
გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий