Страницы

გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
წყაროები, როგორც ისტორიის ქვაკუთხედი.
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
X კლასი. 28 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებმა  იცოდნენ როგორ იწერება და იქმნება ისტორია, რა დამსახურება და რა მნიშვნელობა აქვს წყაროებს ისტორიისთვის, შეძლონ ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება. განივითარონ მსჯელობის, ანალიზის და დასკვნის გამოტანის უნარი. ის რასაც დღეს ვქმნით როგორ შეიძლება იქცეს მომავლისთვის ისტორიულ წყაროდ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა ჩამოთვალონ ისტორიული წყაროების ტიპები და მათი შესწავლის სპეციფიკიდან გამომდინარე დაუკავშირონ ისტორიის დამხმარე დარგებს; გაეცნონ პრაქტიკული დავალებებით როგორ ხდება წყაროზე მუშაობა, როგორ შეიძლება წყარო გახდეს ,,მეტყველი“, მათი შესწავლა და ისტორიული ცნობების ამოკრეფა(სამუზეუმო ექსპონატებზე დაკვირვებით);მოსწავლეებმა ჩაატარონ ისტორიული კვლევა და გაანალიზონ კვლევის დროს დამხმარე ისტორიული დისციპლინების მნიშვნელობა; განუვითარდეთ წყაროებზე დაკვირვების, ანალიზის, მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი.
ისტ.X .2.მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად და დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღვრა.
ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
ისტი.X.7. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

წინასწარი ცოდნა
იციან რა არის წყარო, იცნობენ ისტორიის დამხმარე დისციპლინებს, შეუძლიათ წყაროთა კლასიფიკაცია. აქვთ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
შეფასების საგანი და პროცედურები
 პეზენტაცია , ჯგუფური მუშაობა. შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფორმატი, მარკერი, თაბახის ფურცლები, ფოტო-მასალა, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა                                                                                                                                       
საორგანიზაციო საკითხები- 2 წუთი.
A ფაზა-გამოწვევა-6 წუთი.
I აქტივობა-გაკვეთილს ვიწყებ გ. ი. მეთოდით. კითხვა-რა არის ისტორიული წყარო? სად შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩამოთვლილი ისტორიული წყაროები? პარალელურად ვაჩვენებ ეკრანზე განთავსებულ სქემებს. მოსწავლეთა პასუხებით ვავსებთ ასოციაციურ რუკას რომელიც ასევე ეკრანზეა მოცემული. კითხვა-რამდენგვარი შეიძლება იყოს ისტორიული წყარო? რას ნიშნავს წყაროთა კლასიფიკაცია და რატომ ხდება აუცილებელი მათი კლასიფიცირება?
II-აქტივობა-ვავსებთ წყაროთა საკლასიფიკაციო ცხრილს, რომელიც ეკრანზეა მოცემული.
B-ფაზა-შინაარსის რეალიზება.
III-აქტივობა. მინი-ლექცია თემაზე-დამხმარე ისტორიული დისციპლინების მნიშვნელობა. ვიყენებ თვალსაჩინოებად სლაიდებს.-5 წუთი
IV -აქტივობა-ჯგუფური მუშაობა-20 წუთი-  ვთხოვ მოსწავლეებს თავი წარმოიდგინონ მკვლევარებად. ამისათვის კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. ჯგუფებს ვაძლევ შესაბამის დავალებებს, რის საფუძველზეც აწარმოებენ პატარა ისტორიულ კვლევას.
I-ჯგუფი-არქეოლოგები.
დავალება-1)ისაუბრონ როგორ მუშაობენ არქეოლოგები.2)ერთ-ერთი არქეოლოგიური ძეგლის პირობითად აღწერის საფუძველზე დაახასიათონ იქ მცხოვრებთა საქმიანობა, ყოფა-ცხოვრება.
II-ჯგუფი-ნუმიზმატები.
დავალება-1)რა საიდუმლოებას შეიძლება ინახავდეს მონეტა იმ ქვეყნის შესახებ სადაც ის მოიჭრა?2)ერთმანეთს შეადარონ ძველი ბერძნული, რომაული, კოლხური მონეტები ჩემს მიერ მიწოდებული ფოტო-მასალით. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება მათი ურთიერთშედარებით.
III-ჯგუფი-ეთნოლოგები.
დავალება-1)ისაუბრონ რა შეიძლება წარმოადგენდეს ეთნოლოგიურ წყაროს?2)ქართველი ეთნოლოგის                თ. სახოკიას მოკლე ჩანაწერების საფუძველზე დაახასიათონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებელთა ტრადიციები.
სამივე ჯგუფის დავალებები ეკრანზეა მოცემული.
ჯგუფებმა გააკეთონ პრეზენტაცია და საკითხის  ამოწურვისთვის  ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.
C-ფაზა-რეფლექსია-12 წუთი.           
V.აქტივობა. მოსწავლეებმა მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერონ მუზეუმში მოცემული რესურსი.
შევაჯამებ გაკვეთილს და შევაფასებ მოსწავლეებს.
VI.აქტივობა. ვაძლევ წერით საშინაო დავალებას. თხზულება თემაზე-,,წყაროები, როგორც ისტორიის ქვაკუთხედი“.



Комментариев нет:

Отправить комментарий