Страницы

პროექტები

პროექტის სახელწოდება: ,,არა ომს! კი მშვიდობას!“
პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეების გამოწვევის მიზნით მოვახდენ ზაზა ურუშაძის ფილმის ,, მანდარინები“ -დან კადრების ჩვენებას პაუზებით და გ. ი. მეთოდით ვსვამ კითხვებს:1.რა თემაზეა ფილმი? 2.რატომ არის ფილმში ქართველებისა და აფხაზების გარდა მოყვანილი სხვა ეროვნების ადამიანები?3.როგორ ფიქრობთ რა არის მოცემული ფილმის მთავარი იდეა, რისი თქმა სურს რეჟისორს?4.რა იცით მოცემული კონფლიქტის შესახებ და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მოგვარება? ამის შემდეგ შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას, შევიმუშავებთ სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს.
პროექტის აქტუალობა:
ომისა და მშვიდობის საკითხი პრობლემაა XXI საუკუნის მსოფლიოში, საქართველოშიც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამაჩაბლო, კონფლიქტი მოუგვარებელია, კონფლიქტების მოგვარების გზების ძიება კი ძალზედ აქტუალური.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა ჩაატარონ აფხაზეთის ომის ისტორიული კვლევა, მოძებნონ პასუხები კითხვებზე: როდის მიმდინარეობდა, რა იყო გამომწვევი მიზეზი, იყო თუ არა მასში ჩაბმული სხვა სახელწიფოები, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მშვიდობის დასამკვიდრებლად. მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევის, ძიების, მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების, მოწოდების, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი:13-14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
კედლის გაზეთები, ბუკლეტები, სლაიდები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,სახელმძღვანელოები,ფოტო-კამერა,კომპიუტერი,პროექტორი,ფლიჩარტი,მარკერები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებებს.
I ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია აფხაზეთის ომზე ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში საპრეზენტაციოდ , ასევე აფხაზეთთან დაკავშირებული ლექსები და ჩანახატები;
II-ჯგუფი-მოიძიონ ვიდეო მასალა აფხაზეთის ომზე და შექმნან სლაიდები ომის კადრებით;
III-ჯგუფი-მოამზადონ ინტერვიუ დევნილებთან და ომის ვეტერანებთან.
შეაჯერონ ერთმანეთთან მოძიებული მასალა, შეიმუშაონ გეგმა რას მოიმოქმედებენ თვითონ არსებული პრობლემის გადასაჭრელად, შექმნან ბუკლეტები, ნამუშევრები გადაიტანონ ფორმატზე და გააკეთონ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით სახელწოდებით ,,არა ომს !კი მშვიდობას!“ მასწავლებლების დახმარებით. მოამზადონ ამ თემაზე კედლის გაზეთები, ფოტო-სურათების გამოფენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტი, სამოქალაქო განათლება, ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ჟანა ბარამია.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: zhanabaramia@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:www.zhanabaramia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий