სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის რეფლექსია
ისტორიის მასწავლებელმა
ჟ.ბარამიამ და ქართულის მასწავლებელმა
ი.მიქიაშვილმა გადავწყვიტეთ , განგვეხორციელებინა პროექტი
სახელწოდებით ,,9 აპრილიდან
9 აპრილამდე“,აღგვენიშნა 30 წელი ამ მნიშვნელოვანი დღიდან.დღემ,
რომელმაც ქართველთა მეხსიერებაში
ტკივილთან ერთად სიამაყის
განცდაც დატოვა და ქართველმა ერმა ერთად დგომა, ეროვნული ერთიანობის
მიღწევა შეძლო.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ პროექტის
გეგმა , რომლის მიზანიც იყო მოსწავლეების
მიერ :
- 9 აპრილის მნიშვნელობის გააზრება.
- ისტორიული
მოვლენის მიზეზების დამოუკიდებლად ახსნა და მისი შედეგების
გაანალიზება.
- საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით (ინტერნეტი,
კომპიუტერული პროგრამები ) მასალის დამუშავება.
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შეესაბამებოდა
პროექტის მიზანს და ორივე საგნის (ისტორია, ქართული) ესგ სტანდარტს.
ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია
იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის
მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.IX. 5 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და
საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე;
ისტ.IX. 3 მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ქართული მმართველობითი სტრუქტურები;
ისტ.X. 7 მოსწავლეს
შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
ისტ.XI. 3 მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობის ა და
მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ.XI. 5 მოსწავლეს შეუძლია საქართველოს საშინაო და
საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
ქართ.IX. 1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი პრობლემურ
საკითხზე.
ქართ.IX. 5.სხვადასხვა საშუალებით გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი
მოხსენებისთვის.
ქართ. IX.6.მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველიმ ხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.
X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი
კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ.X . 6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება
მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ.XI. 1.მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა(ზეპირიგამოსვლა) კონკრეტულია
უდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ.XI. 3.ოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის
ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
პირველ შეხვედრაზე
კითხვა-პასუხის მეთოდით
გავიგეთ რამდენად იყვნენ
მოსწავლეები ინფორმირებული აღნიშნული
საკითხის ირგვლივ. შევქმენით ჯგუფები
და მივეცით დავალებები:
I ჯგუფი - მოიძია ინფორმაცია
და დაალაგა მოვლენები ქრონოლოგიურად ,რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას ,აგრეთვე, როგორ
განხორციელდა სადამსჯელო ოპერაციები.
II ჯგუფი - მოიძია ფოტო-ვიდეო მასალა, მოამზადა სლაიდები, იმუშავა პროგრამაში Mikrosoft Sway და მასწავლებელთან ერთად შექმნა საინტერესო
პრეზენტაცია.
III ჯგუფი - როგორ
იხსენებენ სისხლიან დარბევას თვითმხილველნი,
მოიძია, როგორც წერილობითი ინფორმაცია
ამაზე ,ასევე შეადგინა კითხვები და აიღო ინტერვიუ იმ თაობის ადამიანებისაგან.(მასწავლებლები,
ახლობლები).
IV ჯგუფი -მოიძია ლიტერატურული მასალა 9 აპრილთან დაკავშირებით (ლექსები,
ჩანახატები,ნოველები, პუბლიცისტური
წერილები)
V ჯგუფი - შეარჩია და შეისწავლა 90-იან
წლებში შექმნილი მუსიკალური
ნაწარმოებები მუსიკის მასწავლებლის
ხელმძღვანელობით.
ვთვლით ,რომ პროექტი
ყველა კომპონენტში წარმატებული
იყო. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
კვლევისა და ანალიზის უნარები,სამშობლოსათვის
დაღუპულ გმირთა ხსოვნა და პატივისცემა, პროექტმა ხელი შეუწყო ისტორიული
აზროვნების და მისი მნიშვნელობის აღქმას, მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად
მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
შეიქმნა კედლის გაზეთები: ,,თავისუფლება სულს ისე მოწყურდა“, ,,დღე დგება უტყვი და უჩვევი“... დაღუპულთა ხსოვნის სტენდი სახელწოდებით
- ,,ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები “.;
პრეზენტაცია-mikrosoft sway-ით; შემოქმედებითი
ხასიათის ღონისძიება - ,,ეს გმირთა ჩვენთა
არის სიმღერა, ეს სიმღერაა
საქართველოსი“, რომელსაც ესწრებოდნენ
სტუმრები , მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.პროექტის დასკვნითმა ღონისძიებამ
ჩაიარა ემოციურად . მოწონება იმდენად
დიდი იყო, რომ ჩვენი მოსწავლეები შერჩეული
ნომრებით წარდგნენ სენაკის
ჟიული შარტავას სახელობის
მუზეუმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში.
მომავალშიც ვგეგმავთ
მსგავს ინტეგრირებულ პროექტებზე
მუშაობას.
პროექტზე ინფორმაცია , ფოტო-ვიდეო მასალა
განთავსებულია სკოლის ფბ-გვერდზე და პროექტის
ხელმძღვანელი მასწავლებლების ( ჟ. ბარამია,
ი. მიქიაშვილი) პირად ბლოგზე.
ხელმძღვანელები:
ჟ.ბარამია.
ი.მიქიაშვილი.
12.04.2019 წ.
პროექტის ამსახველი ფოტო-მასალა
Комментариев нет:
Отправить комментарий