გაკვეთილის თემა - დამოუკიდებლობის სათავეებთან.
გაკვეთილის მოკლე აღწერა - გაკვეთილი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს,სიმბოლურად სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში.გაკვეთილი ჩატარდა სენაკის მე-7 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.ასევე ესწრებოდა ქალაქის პირველი და მე-2 სკოლის მოსწავლეებიც.გავეთილი წარიმართა საინტერესოდ და მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით.მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გააკეთეს პრეზენტაციები,რომელიც დეტალურად შეეხო დამოუკიდებლობის 3 წელიწადს(1918-1921 წწ.),საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიღწევებს,ასევე იმ დაბრკოლებებს, რაც საფრთხის მომცველი იყო ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.იყო როგორც პრეზენტაციის, ასევე დისკუსიის ფორმატიც.გარდა მოსწავლეებისა მას ესწრებოდნენ ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლიდან და ცენტრალური ბიბლიოთეკიდან.
მასწავლებელი:ჟ.ბარამია.
24.05.2018 წ.
გაკვეთილის ამსახველი ფოტო-მასალა
ღია გაკვეთილი თემაზე - ერეკლე II - მეფე , მეომარი, მწიგნობარი, რეფორმატორი.
თარიღი - 27 მარტი, 2018 წ.
კლასი - IX.
საგანი - საქართველოს ისტორია.
გაკვეთილის ამსახველი ფოტო-მასალა
Комментариев нет:
Отправить комментарий