Страницы

პროექტი - ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია".


                                        სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
   „თავისუფლება ლომთა ხვედრია“
სამიზნე ჯგუფი
 IX,X,XI  კლასები
პროექტის იდეა
მოსწავლეებმა გაიაზრონ საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა; გაითავისონ ისტორიული წარსული; გააანალიზონ ის წინაპირობები, რომლებიც არსებობდა საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისას, შეაჯამონ დამოუკიდებლობის 3 წელიწადი ...გამოუმუშავდეთ ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის, პრეზენტაციისა და მსჯელობის უნარები...ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებიდან მოიძიონ შესაბამისი მასალა და შეუსაბამონ პროექტს.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიზის ,პრეზენტაციის, მსჯელობის უნარები; პროექტი ხელს შეუწყობს პატრიოტული გრძნობის გაღვივებასა და მოსწავლის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ  ჩამოყალიბებას, რომელსაც გააზრებული ექნება ქვეყნის სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ინტერესები, ჩამოუყალიბდება  მაღალზნეობრივი  ღირებულებები.
პროექტის მიზნები
მიზნები შეესაბამება აქტივობებს:
ისტ.IX. 5 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე;
ისტ.IX. 3  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული მმართველობითი სტრუქტურები;
ისტ.I. 1 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
ისტ.X. 7  მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
ისტ.XI. 3 მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობის ა და მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ.XI. 5 მოსწავლეს შეულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
ქართ. IX. 1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი   პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 5.სხვადასხვა საშუალებით  გამოკვეთს  მნიშვნელოვან ადგილებს  ზეპირი  მოხსენებისთვის.
ქართ. IX.6.მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ.X . 6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ.XI. 1.მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლაკონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ.XI. 3.ოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.



პროექტის ვადა/ხანგძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები
კედლის გაზეთები;   პრეზენტაცია-power point-ით;    შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიება...
ძირითადი რესურსები
ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი,დოკუმენტური აუდიო-ვიდეო ჩანაწერები,ფოტომასალა, მარკერები,ფლიჩატები...
პროექტის მსვლელობა.ძირითადი აქტივობები.
შესაბამისი განწყობის შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად დოკუმენტური ფილმის ჩვენება (1918 წ.26 მაისი);
ჯგუფებად  დაყოფილი მოსწავლეები  შეასრულებენ  შემდეგ  დავალებებს:
I ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციებს დამოუკიდებლობის მიღების წინაპირობებზე:
ა)თერგდალეულების როლი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში;
ბ)პოლიტიკური პარტიები საქართველოში და მათი ძირითადი იდეები;
გ)რუსეში მიმდინარე მოვლენები და ამიერკავკასია.
II ჯგუფი - დავალება-მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
1.პირველი რესპუბ. საშინაო ვითარება -მთავრობის შემადგენლობა.
სახელმწიფოებრივი სიმბოლოები, ფულის ერთეული, დამფუძნებელი კრების  არჩევნები;
2.ბრძოლა საქართველოს ტერირორიული  მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამცხესა და ბორჩალოს მაზრაში...
პიროვნების როლი ისტორიაში-ქართველი გენერალების-გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მოღვაწეობა.
ფოტო-მასალის მოძიება  და  დახასიათება: პირველი რესპუბლიკის სამხედრო ტექნიკა- ავიაცია, ჯავშანტექნიკა, ფლოტი...
III ჯგუფი - დავალება:
ქართველი მწერლების შემოქმედებიდან წერილებისა და ლექსების შერჩევა აღნიშნულ საკითხზე, შესწავლა და მხატვრულად წაკითხვა.
მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, შესწავლა და შემოქმედებითი ღონისძიებისთვის მზადება.
IV ჯგუფი - მუსიკის მასწავლებელთან ერთად მუსიკალური ნაწარმოებების შერჩევა ღონისძიებისთვის.

საგნებთან კავშირი
ისტორია, ქართული, მუსიკა
პროექტის ხელმძღვანელი
ჟანა ბარამია
ია მიქიაშვილი
ხელმძღვანელის ელფოსტა

პროექტის ვებ.გვერდი;ბლოგი







                                          პროექტის  რეფლექსია
        ქართულისა  და  ისტორიის  მასწავლებლებმა (ი.მიქიაშვილი; ჟ.ბარამია.) მოსწავლეებთან  ერთად  შევიმუშავეთ  პროექტის  გეგმა , რომლის მიზანიც  იყო  მოსწავლეებს  გაეაზრებინათ  საქართველოს  დამოუკიდებლობის  მნიშვნელობა  და  დამოუკიდებლობის  101  წლისთავის  აღნიშვნა. გეგმით გათვალისწინებული  ყველა  აქტივობა  შეესაბამებოდა  პროექტის  მიზანს  და  ესგ  სტანდარტს.
      პირველ  შეხვედრაზე  მოტივაციის  ასამაღლებლად  ვუჩვენეთ  დოკუმენტური  ფილმი - ,,1918  წლის  26  მაისი“. შემდეგ  მოსწავლეები  დავყავით  ჯგუფებად ,გავითვალისწინეთ  მათი  ცოდნა, ასაკი, ინტერესი  და  გამოცდილება. თითოეულს  მივეცით  შესაბამისი  დავალებები :
I ჯგუფი - მოიძია ინფორმაციები დამოუკიდებლობის მიღების წინაპირობებზე:
ა)თერგდალეულების როლი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში;
ბ)პოლიტიკური პარტიები საქართველოში და მათი ძირითადი იდეები;
გ)რუსეში მიმდინარე მოვლენები და ამიერკავკასია.
II ჯგუფი - დავალება-მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
1.პირველი რესპუბ. საშინაო ვითარება -მთავრობის შემადგენლობა.
სახელმწიფოებრივი სიმბოლოები, ფულის ერთეული, დამფუძნებელი კრების  არჩევნები;
2.ბრძოლა საქართველოს ტერირორიული  მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამცხესა და ბორჩალოს მაზრაში...
პიროვნების როლი ისტორიაში-ქართველი გენერლების -გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მოღვაწეობა.
მოიძიეს  და  დაახასიათეს  ფოტო - მასალები: პირველი რესპუბლიკის სამხედრო ტექნიკა- ავიაცია, ჯავშანტექნიკა, ფლოტი...
III ჯგუფი - დავალება:
შეარჩიეს ქართველი მწერლების შემოქმედებიდან წერილები ,ლექსები აღნიშნულ საკითხზე და  შეისწავლეს.
დაახარისხეს  მოძიებული ინფორმაცია.
IV ჯგუფი - მუსიკის მასწავლებელთან(ლ.ნარსია) ერთად  შეარჩიეს მუსიკალური ნაწარმოებები დასკვნითი  ღონისძიებისთვის.
            ვთვლით ,რომ პროექტი  ყველა  კომპონენტში  წარმატებული  იყო. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის, ანალიზის ,პრეზენტაციის, მსჯელობის უნარები; პროექტმა  ხელი შეუწყო  პატრიოტული გრძნობის გაღვივებასა და მოსწავლის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ  ჩამოყალიბებას, რომელსაც გააზრებული უნდა  ჰქონდეს  ქვეყნის სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ინტერესები, მაღალზნეობრივი  შეხედულებები.
შეიქმნა  კედლის გაზეთები;  პრეზენტაცია-power point-ით- ,,გრძელი გაზა დამოუკიდებლობისაკენ“;  პროექტის  დასკვნითი  ნაწილი  იყო  შემოქმედებითი  ხასიათის ღონისძიება , რომელსაც  ესწრებოდნენ სტუმრები , მშობლები, მასწავლებლები  და  მოსწავლეები. ღონისძიებამ  ჩაიარა  ემოციურად  და  დიდი  მოწონება  დაიმსახურა როგორც  მაყურებლების, ასევე  დირექციის  მხრიდან.
                მომავალშიც  ვგეგმავთ  მსგავს  ინტეგრირებულ  პროექტზე  მუშაობას.
                 პროექტზე  ინფორმაცია , ფოტო-ვიდეო  მასალა  განთავსებულია სკოლის ფბ-გვერდზე  და  პროექტის  ხელმძღვანელი  მასწავლებლების ( ჟ. ბარამია, ი. მიქიაშვილი) პირად  ბლოგზე.
                                                                                                                ი. მიქიაშვილი.
                                                                                                                 ჟ. ბარამია.
   30.05.2019 წ.
                                                             


                                    პროექტი დასკვნითი  ღონისძიების  ფოტო-მასალა   

                                              
  

  



  


Комментариев нет:

Отправить комментарий