Страницы

2017-2018 საწრეო მუშაობის შესახებ განცხადება, მიზანი, პროგრამასაწრეო მუშაობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტო-მასალა



                                                         განცხადება

                სსიპ სენაკის N7 საჯარო სკოლაში 2017-2018  სასწავლო წლის II სემესტრში ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრემ, სახელწოდებით ,,ნორჩი მემატიანე".წრეში გაწევრიანებულნი არიან მე-9 კლასის მოსწავლეები.შეხვედრა დაიგეგმა ყოველ მეორე კვირის პარასკევ დღეს,მე-7 გაკვეთილზე.
                I შეხვედრა გაიმართება 2 თებერვალს.
                                         

                                    პატივისცემით ისტორიის მასწავლებელი ჟანა ბარამია.
                                                                                                  30.01.2018 წ.






სკოლა - სსიპ სენაკის N 7 საჯარო.
წრის დასახელება - საქართველოს ისტორიის წრე-,,ნორჩი მემატიანე".
წრის ხელმძღვანელი - ისტორიის მასწავლებელი ჟანა ბარამია.
მიზნობრივი ჯგუფი - IX კლასის მოსწავლეები.




წრის მიზანი -  მშობლიური ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების სიღრმისეული შესწავლა,ხელშეწყობა მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.მოსწავლეები შეძლებენ არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მიღებას, არამედ შესწავლილი მასალისადმი საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრას.მოსწავლე დააკვირდება მომხდარ ფაქტებსა და მოვლენებს, გაანალიზებს ინფორმაციას, გამოიტანს საკუთარ დასკვნებს, განიხილავს ალტერნატიულ შესაძლებლობებს, აკეთებს არჩევანს.
    იმისათვის,რომ წრის მუშაობა იყოს წარმატებული , ვეცდებით შევქმნათ გულღია, თავისუფალი გარემო, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ატმოსფერო, სადაც ყველას აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანია, სადაც ერთმანეთისაგან ვისწავლით და რომლის მთავარი მიზანიც მონაწილეობა და თანამშრომლობაა.წარმოდგენილი დავალებები,კვლევები,პრაქტიკული სამუშაოები, დოკუმენტური ფილმები თუ მასალები, ფოტოილუსტრაციები,რუკები დაეხმარება მოსწავლეებს კვლევითი უნარების განვითარებაში,ისტორიულ მოვლენებზე დაკვირვებასა და მათი სხვადასხვა ფორმით  გადმოცემაში,ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებაში.




                                                      საწრეო მუშაობის პროგრამა
                                               2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრი



 N
განსახილველი   თემები 
 საათების
რაოდენობა
თვე და რიცხვი 
1.




2.



3.

4.

5.


6.

7.


8.


9.


10.
-წრის მიზნის და პროგრამის გაცნობა.
-ადამიანის წარმოშობა და განვითარება.(ქვის ხანა,ბრინჯაოს ხანა).

-უძველესი ცივილიზაციები და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახი(დიაოხი და კოლხა).

-კოლხეთი და იბერია ელინისტურ ხანაში.

-ქრისტიანობა და საქართველო.

-,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა".

-არაბული ცივილიზაცია და საქართველო.

-ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები X-XI  სს.

-,,ჯვარითა მტერთა მძლეველი-მე დავითი ვარ უძლეველი".

-,,თამარს ვაქებდეთ მეფესა"...

წრის მუშაობის შეჯამება.


  1 სთ.



1 სთ.



 1 სთ.

 1 სთ.


 1 სთ.

 1  სთ.

 1  სთ.


  1  სთ.


 1 სთ.

  1 სთ.
  2.II.



16.II.



 2.III.


16.III.


 30.III.

 13.IV.

 27.IV.


  11.V.


  25.V.


    8.VI.

 

                                 


                        საქართველოს ისტორიის წრე ,,ნორჩი მემატიანე"
                                                             
                                               I - შეხვედრა - 2 თებერვალი 2018 წ.



თემა -       1.წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები.
                  2.ადამიანის წარმოშობა და განვითარების ეტაპები საქართველოში.

მიზნები: 1.მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიის წრის  მნიშვნელობას                                   და      აქტუალობას.
                  2.გაეცნობიან წინარე ისტორიის საფეხურებს,საინტერესო გზას,რომელიც                                  განვლო ადამიანმა უძველესი დროიდან ჰომო საპიენსამდე.
                  3.განუვითარდებათ დაკვირვების და არგუმენტირებული                                                             მსჯელობის,თანამშრომლობის უნარი.

მეთოდები: 1.მინი-ლექცია.
                      2.გონებრივი იერიში.
                      3.თვალსაჩინოებაზე მუშაობა.
                      4.მოძიებული ინფორმაციის დახარისხება.
                      5.პრეზენტაცია.

აქტივობები: 1.კითხვა-პასუხი მასალის ირგვლივ.
                        2.მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.
                        3.ცხრილებზე მუშაობა.
                        4.დოკუმენტური ფილმის ანალიზი.
                        5.მოცემული ილუსტრაციების ქრონოლიგიურად დაჯგუფება                                                     განვითარების   ეტაპების მიხედვით.

რესურსები:  ფლიჩარტი,მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, power point-ში                                         დამზადებული პრეზენტაცია.

                                

             


                          საქართველოს ისტორიის წრე-,,ნორჩი მემატიანე“.
                                   II- შეხვედრა     -    16   თებერვალი,2018 წ.


თემა-       ადრეკლასობრივი სახელმწიფოები-დიაოხი და კოლხა.

მიზანი- 1.მოსწავლეები გაეცნობიან როდიდან გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე           პირველი სახემწიფო წარმონაქმნები და როგორი იყო მათი კავშირი გარე სამყაროსთან.
                2.განუვითარდეთ წერითი და ზეპირი მეტყველების,რუკაზე მუშაობის,თანამშრომლობისა და კოლეგიალობის უნარები.

მეთოდები: 1.ლექცია თვალსაჩინოებით.
                      2.რუკებზე მუშაობა.
                      3.ჯგუფური მუსაობა.
                      4.წყაროების განხილვა.
                      5.დისკუსია.

აქტივობები:    1.power point-ში ატვირთული პრეზენტაციის გაცნობა.
                            2.ეპოქის შესაბამისი რუკების ანალიზი,თანამედროვე პოლიტიკურ რუკასთან შედარება.
                            3.ასურული და ურარტული წარწერების განხილვა ჯგუფებში და შედარებითი ანალიზი.
                           4.განხილული ინფორმაციის ცხრილებისა და დიაგრამის სახით გადმოცემა.
                           5.დისკუსია თემაზე- მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

რესურსები:  საქართველოს პოლიტიკური ატლასი,მსოფლიო პოლიტიკური რუკა,კომპიუტერი,ფერადი ფურცლები და მარკერები,ფორმატები.

                         


                   საქართველოს ისტორიის წრე-,,ნორჩი მემატიანე“.
                           
                               III- შეხვედრა     -    2 მარტი  - 2018 წ.

თემა: კოლხეთი და იბერია ელინისტურ ხანაში.

მიზანი: 1. მოსწავლეები გაეცნონ კოლხეთის (ეგრისის) და იბერიის (ქართლის) სამეფოების წარმოქმნის ძირითად დეტალებს,სახელმწიფოებრივ მოქყობას, მართველობას და საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

               2. გამოუმუშავდეთ ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, რუკაზე მუშაობის, ისტორიული პროცესების დაკვირვების და მათი სხვადასხვა ფორმით გადმოცემის უნარ-ჩვევა.

მეთოდები: 1.ინფორმაციის დახარისხება.
                       2.რუკების გამოყენება.
                       3.წყაროებზე მუშაობა.
                       4.დისკუსია.

აქტივობები: 1.მინი-ლექცია-power point-ით.
                         2.წყაროების გაცნობა-ანალიზი
                              -ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობები კოლხეთისა და იბერიის შესახებ.
                              -,,ქართლის ცხოვრება" და ,,მოქცევაი ქართლისაი" ქართლის სამეფოს წარმოქმნის შესახებ
                              -წყაროების შედარება და საკვნების გამოტანა.
                          3.ეპოქის შესაბამისი რუკების ანალიზი.

                          4.ქართულ სამეფოთა სახელმწიფო მოწყობის სქემატურად წარმოდგენა.
                          5.,,ზღაპარი და რეალობა მითებში".

რესურსები: კომპიუტერი, მსოფლიო პოლიტიკური ატლასი, საქართველოს ისტორიული ატლასი, თანამედროვე პოლიტიკური რუკა, თაბახის ფურცლები, მარკერები.

                          
                       

        საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                   IV   შეხვედრა -  16  მარტი, 2018 წ.

თემა -  ქრისტიანობა  და  საქართველო.
მიზანი: 1. მოსწავლეები  გაეცნობიან  ქრისტიანობის  აღმოცენებას, მის გავრცელების  თავისებურებებს  საქართველოსა  და  სხვა  ქვეყნებში.
                2. გამოუმუშავდეთ  ინფორმაციის  მიღების, მსჯელობა - დისკუსიის, თვალსაჩინოების  შექმნის   უნარ-ჩვევა.
მეთოდი:  მოძიებული  ინფორმაციის  დახარისხება, დისკუსია, თვალსაჩინოების  შექმნა.

აქტივობები:1.მინი-ლექცია - ქრისტიანობის  აღმოცენება  და  ,,კატაკომბური " პერიოდი.- ინორმაციის  გაცნობა.
                       2. მსოფლიო  საეკლესიო  კრებები  განხილვა  და  მათი  გადატანა  ფორმატზე.
                       3. ,,სასწაულები"  გაქრისტიანებისას -  მსჯელობა .
                       4. ,,ქართლის  მოქცევა"- ღვთის  ნება  თუ  პოლიტიკური  არჩევანი - დისკუსია.

რესურსი: მოძიებული  ინფორმაცია, ფორმატი, მარკერი.
           



                           საქართველოს  ისტორიის  წრე  ,,ნორჩი  მემატიანე".
                                              V  შეხვედრა - 30  მარტი, 2018 წ.

თემა -  ,,ცხოვრება  ვახტანგ  გორგასლისა".
მიზანი:  1.მოსწავლეები  დეტალურად  დაეუფლებიან  ინფორმაციას  ვახტანგ  მეფის  მოღვაწეობის  შესახებ
                2. გამოუმუშავდებათ  დაკვირვების, ინფორმაციის  მიღების, მსჯელობა- დისკუსიის  უნარ-ჩვევები.
მეთოდი: მინი-ლექცია, წყაროს  ანალიზი,  დისკუსია.
რესურსი: power point-ში მომზადებული  ინფორმაცია.ფოტო-მასალა.

აქტივობა:1.მინი  ლექცია- power point-ით  მომზადებული  ინფორმაციის  გაცნობა სახელწოდებით:,,ლომი  ლომთა  და  გოლიათი  გოლიათთა".
                    2.წყაროს  გაცნობა - ანალიზი.-  ისტორიკოსი  ჯუანშერი  მთავარეპისკოპოს  მოქაელისა  და  მეფის  დაპირისპირების  შესახებ.
                    3.დისკუსია - რამდენად  სამართლიანია  ერთის  მხრივ  ვახტანგ  მეფისა  და  მეირე  მხრივ  მთავარეპისკოპოსის მოქმედება.
                    4.მსჯელობა - შეფასება: ვახტანგ  გორგასლის  კავკასიური პოლიტიკა.
                    5. სქემატურად  გამოსახვა -სახელმწიფო  მოწყობა  ვახტანგ  გორგასლის  დროს.

                                         

                             საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                  VI   შეხვედრა -  13  აპრილი  , 2018 წ.

თემა - რაბული  ცივილიზაცია  და  საქართველო.
მიზანი - 1)მოსწავლეები  გაეცნობიან  და  იმსჯელებენ  არაბული  ცივილიზაციის  გავლენაზე  მაშინდელ  მსოფლიოში, დაპყრობით  ომებს  და  საქართველოსთან  ურთიერთობის  მნიშვნელოვან  მომენტებს.
                2).გამოუმუშავდებათ  ცხრილების  შექმნა-გამოყენების, საკუთარი  აზრის  გამოთქმა-დასაბუთების  და  დასკვნების  გამოტანის  უნარ-ჩვევები.
მეთოდი - პრეზენტაცია, რუკაზე მუშაობა, დისკუსია.
რესურსი - ფოტო-მასალა, პოლიტიკური  რუკა, თაბახის  ფურცლები, მარკერები,power point  ინფორმაცია.

აქტივობა - 1.VII - IX  საუკუნეების  პოლიტიკური  რუკის განხილვა - თანამედროვე  რუკასთან  შედარებით  ადგენენ  რომელი  თანამედროვე  სახელმწიფოები  იმყოფებოდნენ  არაბული დამოკიდებულების  ქვეშ.
                    2. აკეთებენ  ცხრილის  სახით ჩანაწერებს:
                 - მუსლიმთა  ტერიტორიები  მუჰამედის  გარდაცვალებისას(632 წ).
                 - არაბთა ტერიტორიები,,ოთხი მართლმოწრმუნე ხალიფის პერიოდში(632-661 წ)
                 - არაბთა  სახალიფო  ომანიანთა  დინასტიის  ხანაში.
                   3.power point ინფორმაციის  გაცნობის  საფუძველზე  მსჯელობენ - მუჰამედი არაბთა  სულიერი  მამა  თუ  პოლიტიკური  ფიგურა.
                   4.არაბთა  საქართველოში  შემოსევების  ქრონოლოგიურად  წარმოდგენა
                   5.,,დაცვის  სიგელის"  ტექსტის  დამუშავება-ანალიზის  საფუძველზეცხრილის  შევსება-პირობები  ქართული  მხარისათვის  და  პირობები  არაბთა  მხარისათვის.
                  6.ქართველთა  იდეოლოგიური  ბრძოლის  აღწერა  არაბთა  წინააღმდეგ.
                  7.power point-ით  მოცემული  ინფორმაციის  გაცნობა  არაბთა  მიღწევების  და  მსჯელობა  დასკვნის  სახით  - რა  დადებითი  და  რა  უარყოფითი  შედეგები  შეეძლო  მოეტანა  არაბთა  ბატონობას  დაპყრობილ ხალხში.

                         


                                   საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                  VII   შეხვედრა -  27  აპრილი  , 2018 წ.

თემა - ბიზანტიურ - ქართული  ურთიერთობები  X - XI  საუკუნეებში.
მიზანი - 1.მოსწავლეები  განიხილავენ  ქართველების  ბიზანტიასთან  ურთიერთობას  დავით III  კურაპალატის, ბაგრატ III -ის, გიორგი I -ის  და  ბაგრატ  IV-ის  პერიოდში.
                2. გამოუმუშავდებათ  წყაროებიდან  ინფორმაციის  ამოკრეფის, დახარისხების  და  შეფასების  უნარ-ჩვევები.
მეთოდი - წყაროს  ანალიზი, დისკუსია, ჯგუფური  მუშაობა, პრობლემის  გამოკვეთა  და  დაძლევის  გზების  ძიება.
რესურსი - ისტორიული წყაროები, თაბახის  ფურცლები,  მარკერები.

აქტივობები - 1.ჩამოთვლიან  თვისებებს, რომელიც  აუცილებელი  და  მნიშვნელოვანია  პოლიტიკოსისათვის.
                         2.განიხილავენ  სხვადასხვა  ისტორიულ  წყაროებს  და  ამოკრეფენ  მნიშვნელოვან  ინფორმაციას,  რაც  უშუალოდ  ქართველების  ბიზანტიელებთან  ურთიერთობას  ეხება.
                       3.წყაროებიდან  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე  შეაფასებენ  და  გასაზღვრავენ  X  ს-დან  XI ს-ის  ჩათვლით  ბიზანტიურ-ქართულ  ურთიერთობებს, როგორც  დადებით  ასევე  უარყოფით  კონტექსტში.
                       4.დისკუსია - რა  როლს  თამაშობდა  ბიზანტია  საქართველოს  დეცენტრალიზაციის (მეფესა და  ფეოდალების  კონფლიქტი)  საქმეში?





                               საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                  VIII  შეხვედრა -  11  მაისი  , 2018 წ.

თემა - ,,ჯვარითა  მტერთა  მძლეველი - მე  დავითი  ვარ  უძლეველი".
მიზანი - 1.მოსწავლეები  დეტალურად  განიხილავენ  დავით  აღმაშენებლის  საშინაო  და  საგარეო  პოლიტიკას,გატარებულ  რეფორმებს,  ღონისძიებებს  ქვეყნის  გაერთიანება-გათავისუფლებისათვის.
                2.გამოუმუშავდებათ  დაკვირვება-მსჯელობის, შეფასების,  დისკუსიის  უნარ-ჩვევები.
მეთოდი - წყაროს  ანალიზი,დისკუსია, პრეზენტაცია, ჯგუფური  მუშაობა.
რესურსი - ვიდეო-რესურსი,   XI-XII  საუკუნეების  საქართველოს  რუკა.

აქტივობა - 1.10  წუთიანი  ვიდეო-ფილმის  ჩვენება  მოტივაციისთვის
                      2..ჯგუფებად  დაყოფილები  მუშაობენ  მიწოდებულ  წყაროებზე.
                 -I  ჯგუფი - დავითის  რეფორმები - რა  შედეგების  მომტანი  შეიძლებოდა  ყოფილიყო  ეს  რეფორმები  ქვეყნისათვის.
                - II  ჯგუფი - დავითის  ბრძოლა  ქვეყნის  შინაგანი  სიმტკიცისთვის  - შეაფასებენ  მეფის  დამოკიდებულებას  ურჩი  ფეოდალების  წინააღმდეგ  და  რამდენად  მისაღებია  მათთვის  ასეთი  პოლიტიკა.
                - III  ჯგუფი - ბრძოლა  თურქ-სელჩუკების  წინააღმდეგ - განსაზღვრავენ  მტრისგან  გათავისუფლებული  ქალაქების  სტრატეგიულ  მნიშვნელობას.
                    3.ჯგუფები  აკეთებენ  პრეზენტაციებს  და  პასუხობენ  დასმულ  კითხვებს.
                    4.პიროვნების  როლი  ისტორიაში - შეაფასებენ  მეფის  მოღვაწეობას,დავითი-როგორც  მხედართმთავარი.
                    5.დისკუსია - სასტიკი  ანგარიშმსწორებელი  მეფე  თუ  მეფე  ტოლერანტი.



                             საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                  IX  შეხვედრა -  25  მაისი  , 2018 წ.

თემა - ,,თამარს  ვაქებდეთ  მეფესა".
მიზანი - 1.მოსწავლეები  გაეცნობიან  კონფლიქტების  მოგვარების  გზებს  თამარის  დროინდელ  საქართველოში.
                2.გამოუმუშავდებათ  შეფასების  და  საკუთარი  პოზიციის  არგუმენტირებულად  გამოხატვის  უნარ-ჩვევები.
მეთოდები - შეფასება-დისკუსია, კითხვა-პასუხი, რუკაზე  მუშაობა.
რესურსი - საქართველოს  პოლიტიკური  ატლასი.

აქტივობები - 1.წყაროს  ანალიზი.
                        - გაეცნობიან  ამონარიდებს  ისტორიული  თხზულებიდან  ,,ისტორიანი  და  აზმანი  შარავანდედთანი", რომელიც  ყუთლუ  ასლანის  დასს  ეხება.
                        - შეაფასებენ  დასის  მოთხოვნებს,იმდჯელებენ  რამდენად  ძლიერია  მეფის  ოპოზიცია,  შეაფასებენ  თამარის  მიერ  გადადგმულ  ნაბიჯებს  და  გამოთქვამენ  ვარაუდებს - მეფეს,რომ დაეკმაყოფილებინა  მათი  მოთხოვნები,  როგორ  შეიძლებოდა  განვითარებულიყო  მოვლენები.
                       2.განიხილავენ - დინასტიური ქორწინებები  და  მათი  მნიშვნელობა  სახელმწიფოსთვის(დავითი - ყივჩაღების  ასულზე, თამარის - რუსეთის  მთავრის  მემკვიდრეზე).
                       3.შედარება - შეფასება.  დავითის და  თამარის  ურთიერთობები  მეზობელ  ქვეყნებთან.განსაზღვრავენ  ასრულებდა  თუ არა  საგარეო  პოლიტიკურ  კურსის  წარმატებაში  დიდ  როლს  საერთაშორისო  პროცესები.
                       4.რუკის  განხილვა - დავითისა  და  თამარის  დროინდელი  საზღვრების  შედარება.
                       5.დისკუსია - თამარისდროინდელ  საქართველოს  ისტორიკოსები  იმპერიასაც  უწოდებენ, უკვე  შესწავლილი  მასალის  საფუძველზე  დაადასტურებენ  ან  უარყოფენ  მოცემულ  მოსაზრებას.      



                                  საქართველოს   ისტორიის   წრე - ,,ნორჩი   მემატიანე".
                                                  X   შეხვედრა -  8  ივნისი  , 2018 წ.

თემა - საწრეო  მუშაობის  შეჯამება.
მიზანი - მოსწავლეები  შეაჯამებენ  სემესტრის  განმავლობაში  განხილულ  საკითხებს  და  შეხვედრებს.
მეთოდი - იდივიდუალური , კითხვა-პასუხი.
რესურსი - თაბახის  ფურცლები,საწერ-კალამი.

აქტივობები - 1.მოკლედ საუბრობენ  და   განიხილავენ  წრის  შეხვედრებს, გამოთქვამენ  საკუთარ  დამოკიდებულებას  წრის  მუშაობაზე, რა  მოლოდინები  ჰქონდათ  საწრეო  მუშაობის  დასაწყისში,გამართლდა  თუ  არა  ეს  მოლოდინები, რა  შთაბეჭდილებები  დაუტოვა  თითოეულ  მათგანს, რა  მოეწონათ  ყველაზე  მეტად  და  რას  შეცვლიდნენ   მომავლისთვის.
                        2.წერილობით  შეავსებენ  მასწავლებლის  მიერ  წინასწარ  შედგენილ  ანკეტას  წრის  მუშაობის  შესახებ, მსგავს  ანკეტურ  გამოკითხვაში  მშობლებიც  მიიღებენ  მონაწილეობას.

                         იხილეთ  გამოკითხვის  ანკეტის  ნიმუშები:
           
                                         
                                          მოსწავლის  ანკეტური  გამოკითხვა

  მოსწავლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -    თარიღი - - - - - - - - - - - 

1.ისტორიის  წრის  შექმნის  შესახებ  ინფორმაცია  მოგეწოდათ  დროულად? - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
2.წრის  სამოქმედო  პროგრამა  შედგენილი  იყო  თუ  არა  თქვენი  საჭიროებებიდან  გამომდინარე  და  მორგებული  იყო  თუ  არა  თქვენს  ინტერესებზე? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3.წრის  მეცადინეობაზე  განხილული  საკითხები  გეხმარებოდათ  თუ  არა  ცოდნის  გაღრმავებაში? - - - - - - - - - - - - - -  -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -  --
4.წრეზე  განხილული  აქტივობები  იყო  თუ  არა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  თქვენთვის? - - - - -      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - -  -- - - - - -- - -  - - - - - - - - -- - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - 
5.იყო  თუ  არა  წრის  შეხვედრებზე  შექმნილი  კეთილგანწყობილი  გარემო? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -  - -- - - - - - - - - -- - - - -  -- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - -- - - - - - - -                    


                                             მშობლის  ანკეტური  გამოკითხვა

მშობელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - -          მოსწავლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -    თარიღი - - - - - - - - - - - 

1.ისტორიის  წრის  შექმნის  შესახებ  ინფორმაცია  მოგეწოდათ  დროულად? - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
2.წრის  სამოქმედო  პროგრამა  მორგებული  იყო  თუ  არა  თქვენ  შვილის  ინტერესებზე? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3.წრის  მეცადინეობაზე  განხილული  საკითხები  ეხმარებოდათ  თუ  არა  თქვენს  შვილს  ცოდნის  გაღრმავებაში? - - - - - - - - - - - - - -  -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -  --
4.წრეზე  განხილული  აქტივობები  იყო  თუ  არა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  მოსწავლისთვის? - - - - -      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - -  -- - - - - -- - -  - - - - - - - - -- - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
5.იყო  თუ  არა  წრის  შეხვედრებზე  შექმნილი  კეთილგანწყობილი  გარემო? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -  - -- - - - - - - - - -- - - - -  -- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - -- - - - - - - -                    

                                             


                                წრის  მუშაობის  ამსახველი  ფოტო-მასალა.






                                         




 

















                                                                             




       






























































                                                   

.




2 комментария: