6 ოქტომბერს კლუბი შეუერთდა ღიმილის მსოფლიო საერთაშორისო დღეს,მხიარული აქტივობებით... ამასთანავე კლინიკა ,,სენადენტთან" თანამშრომლობით მოირგეს კლუბის წევრებმა ანიმაციის პერსონაჟების კოსტიუმები... დღე აღმოჩნდა შთამბეჭდავი ... მიზანი მიღწეული.
ჟანა ბარამია-პორტფოლიო
Страницы
- შეფასების რუბრიკები
- გაკვეთილის გეგმები
- პროექტები
- სასწავლო რესურსები
- 2017-2018 საწრეო მუშაობის შესახებ განცხადება, მიზანი, პროგრამასაწრეო მუშაობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტო-მასალა
- ცეცხლის აღმოჩენა და გამოყენება
- სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა
- ღია გაკვეთილების ამსახველი ფოტო-მასალა
- 2018-2019 სასწ.წ. განცხადება საწრეო მუშაობის შესახებ, წრის მიზანი,პროგრამა,დოკუმენტური და ფოტო-მასალა.
- პრეზენტაცია - რესურსი - არაბობა საქართველოში
- პრეზენტაცია - რესურსი - ქართული ადრეკლასობრივი სახ...
- ღონისძიებისთვის-,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე..."
- პროექტი - ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია".
- პროექტი - ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე ".
- კლუბი - ,,უკეთესი მერმისისაკენ".-წესდება
суббота, 7 октября 2023 г.
четверг, 5 октября 2023 г.
понедельник, 25 сентября 2023 г.
კლუბის - ,,უკეთესი მერმისისაკენ!"- სამოქმედო გეგმა
კლუბის-,,უკეთესი
მერმისისაკენ“ სამოქმედო გეგმა
N |
აქტივობები |
დრო |
აღწერა |
1. |
1.საორგანიზაციო საკითხები. 1.1.კლუბის წესდების და სამოქმედო
გეგმის გაცნობა. 1.2.ლიდერი მოსწავლის არჩევა. 1.3.კლუბის ლოგოს და სლოგანის
შემუშავება. |
28 სექტემბერი |
-მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კლუბის მუშაობის განრიგის, მისი მუშაობის
ფორმების შესახებ. გაეცნობიან კლუბის წევრების მოვალეობებს და ფუნქციებს.ასევე შექმნიან კლუბის ლოგის და სლოგანს. |
2. |
1.ღიმილის საერთაშორისო დღის
აღნიშვნა 1.1.მშვიდობიანი აქცია-,,დავეხმაროთ
თუნდაც 1 ადამიანს გაღიმებაში!“ |
ოქტომბერი |
-კლუბის წევრები დაგეგმავენ
და მოაწყობენ აქციას- მოსახლეობაში დაარიგებენ ,,ღიმილაკებს“. |
3. |
1.ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 1.1.სკოლის ეზოს გამწვანება-განაშენიანება. 1.2.სკოლის მიდამოების დასუფთავების
აქცია. 1.3..სპორტული შეჯიბრება-მხიარული
სტარტები. 1.4.შეხვედრა სკოლის ექიმთან. 1.5.ბროშურის დამზადება/გავრცელება. |
ნოემბერი |
-კლუბის წევრები დაასუფთავებენ
სკოლის გარემოს,ასევე მოხდება მშობლებთან თანამშრომლობით ეზოს განაშენიანება. - ესთეტიკის კათედრასთან თანამშრომლობა
და სპორტული შეჯიბრებების მოწყობა. -საუბარი სკოლის ექიმთან,როგორ
ვიკვებოთ სწორად რათა დავიცვათ ჯანმრთელობა და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება
სწორ კვებასთან დაკავშირებით. |
4. |
1.ტურისტული მარშრუტის შედგენა
სენაკის ღირსშესანიშანობებზე. 1.1.საინფორმაციო ბუკლეტების
დამზადება/გავრცელება. |
დეკემბერი |
-კლუბის წევრები შექმნიან ტურისტულ
მარშრუტს,სადაც დატანილი იქნება ეკლესია-მონასტრები, მუზეუმი და ციხეგოჯები. -ასევე დაამზადებენ საინფორმაციო
პოსტერს რომლის გავრცელებაც მოხდება თემში. |
5. |
1.,,დავითობის“ აღნიშვნა. 1.1.კედლის გაზეთების შექმნა. 1.2.ბუკლეტების დამზადება. 2.ოკუპაციის კვირეული |
თებერვალი |
-კლუბის წევრები
შემქნიან თემატურ კედლის გაზეთებს,ბუკლეტებს -ქართულის კათედრასთან თანამშრომლობით
ოკიპაციის თემაზე ღონისძიების მოწყობა. |
6. |
1.წყლის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება. 1.1.ესეების კონკურსი. 1.2.პოსტერების შექმნა. 2.,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ 1.1.აქციის მოწყობა დაუნის სინდრომის
ადამიანთა მხარდასაჭერად. |
მარტი |
-წევრები გაეცნობიან წყლის მნიშვნელობას
ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის,დაწერენ ესეებს წყლის მნიშვნელობის და დაცვის შესახებ,მოეწყობა ესეების
კონკურსი,შექმნიან პოსტერებს. -კლუბის წევრები გამოხატავენ
მხარდაჭერას . |
7. |
1.ღონისძიება-,,9 აპრილიდან
9 აპრილამდე“ 2.დედამიწის დღის აღნიშვნა. |
აპრილი |
-წევრები უზრუნველყოფენ 9 აპრილის
აღნისვნას ღონისძიებით. - გარემოს დაცვის მხარდასაჭერი
ღონისძიება. |
8. |
1.საქართველოს კრიტიკული ეკოლოგიური
რეგიონები. 1.1.ბოლოდროს მომხდარი სტიქიური
მოვლენების ქრონოლოგია. 1.2.როგორ დავიცვათ თავი სტიქიური
მოვლენების დროს საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. |
მაისი |
-რა არის და რა იწვევს ეკოლოგიურ
პრობლემებს . რა შეიძლება გავაკეთოთ რიგითმა ადამიანებმა მისგან თავდასაცავდ.წევრები
შექმნიან ბუკლეტებს გაავრცელებენ თემში. |
9. |
კლუბის მუშაობის შეჯამება |
ივნისი |
პრეზენტაცია წლის განმავლობაში
განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. |
пятница, 22 сентября 2023 г.
კლუბში - ,,უკეთესი მერმისისაკენ" გაწევრიანების განცხადება
სსიპ ---------------------------------------
საჯარო სკოლის
-------------------------
კლუბის კურატორს
----------------------------
ამავე
სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------
გ ა ნ ა ც
ხ ა დ ი
გთხოვთ,
ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე
--------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ
------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
კლუბი - ,,უკეთესი მერმისისაკენ"
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე
შექმნილი კლუბი- ,,უკეთესი მერმისისაკენ".
კლუბის წესდება
1.კლუბის მიზნები
და ამოცანები:
1.1. აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
1.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
1.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
1.4. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
1.5. მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების
შეძენა.
1.6.
ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალში წარმატების მიღწევა.
1.7.მოსწავლეთა აქტიური ჩართვა
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1.8.ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
1.9. სასკოლო პროექტების დაგეგმა,
განხორციელება და ჩატარების გამოცდილება.
1.10. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის,
გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას შეძენა.
1.11.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიცემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების კანონს
და საქართველოს კანონმდებლობას.
2. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
2.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
2.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
2.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
2.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
2.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
2.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
3. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
3.1.კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორები (მასწავლებლები), რომელთა უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელონ კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას.
3.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
4. კლუბის მუშაობა
4.1. კლუბი იკრიბება თვეში ერთხელ;
4.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
4.3. კლუბის კურატორები ინტერნეტსივრცეში ბლოგზე , სადაც განათავსებენ შემდეგ ინფორმაციას -კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო
საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
6. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების
გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.